მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჯემებს ყიდის და ყიდულობს

news image
mbc image

ქვეყანაში წარმოებული ჯემების ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ საზღვარგარეთ 358.95 ათასი დოლარის ღირებულების 203.52 ტონა ჯემი გაგზავნა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 296.62 ტონა, შესაბამისად კლება 32%-ია. საქართველოში წარმოებული ჯემებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, ხოლო შემდეგ აშშ და ლატვია მოდის.

2024 წელს ქართული ჯემები 15 საექსპორტო ბაზარზე გაიყიდა. 

აღსანიშნავია, რომ ჯემების ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2017-2018 წლებში მიაღწია. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჯემებს ყიდის:

  • რუსეთი - 156.75 ტონა,
  • აშშ - 27.69 ტონა,
  • ლატვია - 6.25 ტონა,
  • ისრაელი - 5.46 ტონა,
  • გერმანია - 2.64 ტონა.

რაც შეეხება ჯემების იმპორტს ზრდა 27%-ია. 2024 წლის 7 თვეში ქვეყანამ  3,021.20 ათასი დოლარის ღირებულების 1,188.36 ტონა ჯემი იყიდა, 2023 წლის 7 თვეში კი 932.22 ტონა. ჯემების იმპორტის მიმართულებით საქართველოსთვის ლიდერი  საბერძნეთია, რადგან სწორედ საბერძნეთიდან შემოდის ყველაზე მეტი ჯემი.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ჯემებს ყიდულობს:

  • საბერძნეთი - 263.45 ტონა,
  • რუსეთი - 260.13 ტონა,
  • თურქეთი - 237.14 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 178.46 ტონა,
  • ავსტრია - 56.75 ტონა.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა