TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განახორციელა
ბოლო წლების საქართველოდან ღვინის ექსპორტი მზარდია. ექსპორტი იზრდება, როგორც მოცულობების ისე ღირებულებით ნაწილში. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 262,389.86 ათასი დოლარის ღირებულების 90,352,135.79 ლიტრი ღვინო გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის 11 თვესთან შედარებით 9%-იანი ზრდაა, რადგანაც 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში გასაყიდად სულ 83,264,007.13 ლიტრი ღვინო გაიტანა.
არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ქართულ ღვინოზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა რუსეთში, სადაც წელს 176,264.38 ათასი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განახორციელა:
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 9,825,427.08 ლიტრი ღვინო გაიყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 10%-ით აჭარბებს. 2023 წლის 11 თვეში საქართველომ ევროკავშირში 8,910,607.92 ლიტრი ღვინო გაყიდა, საიდანაც 28,122.07 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სფეროში პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას - ირაკლი კობახიძე
07.10.2026.12:20
ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას.
„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.
პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა 114 კილომეტრი მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, რასაც აქვს ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გაფორმდა ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიწოდების და მონტაჟის ხელშეკრულება. მესტიის გამრიცხველიანება, ესეც იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.