მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TOP-5 პროდუქტი რასაც ნორვეგიაში ვყიდით და ვყიდულობთ

news image
mbc image

ნორვეგიიდან იმპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ნორვეგიიდან 15,204.63 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,164.08 ათასი დოლარის. ნორვეგიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია გაყინული თევზია, რაზეც ნორვეგიიდან იმპორტის 40%-ი მოდის, მეორე ადგილზე, 27%-იანი წილით ისევ თევზია ოღონდ თევზი ახალი ან გაცივებული.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნორვეგიიდან ყიდულობს:

  • თევზი გაყინული - 6,077.92 ათასი დოლარი;
  • თევზი ახალი ან გაცივებული - 4,071.29
  • თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1,792.88 ათასი დოლარი;
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 901.84 ათასი დოლარი;
  • გრაფიტი - 889.36 ათასი დოლარი;

ბოლო 15 წლის სტატისტიკით საქართველომ ნორვეგიიდან ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი 2022 წელს განახორციელა, როდესაც ამ ქვეყნიდან 16,355.66 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ნორვეგიაში 428.77 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 1,625.34 ათას დოლარს შეადგენდა, რაც ექსპორტის 74%-იან კლებაზე მიუთითებს.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ღვინო იყო, რომელზედაც ნორვეგიაში ექსპორტის 92%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნორვეგიაში ყიდის: 

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 394.02 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 23.05 ათასი დოლარი;
  • მავთულები იზოლირებული, კაბელები - 6.62 ათასი დოლარი;
  • ლუდი - 2.76 ათასი დოლარი;
  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 2.30 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა