TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის და ყიდულობს
ესპანეთიდან იმპორტი 3%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 75%-იან კლებას. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ესპანეთიდან საქართველოში 117,240.71 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ ესპანეთიდან 114,082.48 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ზრდა 2,8%-ია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ესპანეთიდან იმპორტი მზარდ ტრენდზეა. 2023 წელს ესპანეთიდან საქართველოში 199,726.02 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
2024 წლის მიმდინარე სტატისტიკით ესპანეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მოსაპირკეთებელი ფილები იყო
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წელის შვიდ თვეში ქვეყანამ ესპანეთში 18,067.35 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 71,896.18 ათასი დოლარის. კლება 74,9%-ია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველომ ესპანეთში ექსპორტი გაზარდა. გასულ წელს ქვეყანამ ესპანეთში ექსპორტიდან 80,729.99 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.