TOP-5 პროდუქტი რასაც სომხეთში ვყიდით და ვყიდულობთ
სომხეთში იმპორტი 64%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ სომხეთში 601,525.65 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში სომხეთში 365,794.91 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სომხეთში ექსპორტის კუთხით რეკორდული 2023 წელი იქნება, რადგანაც მიმდინარე 9 მაჩვენებლები უკვე ბევრად აჭარბებს 2022 წლის მაჩვენებლებს, რომელიც აქამდე საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მაქსიმუმს აჩვენებდა.
საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია. სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის სომხეთში ექსპორტის 40%-ი.
რას ყიდის საქართველო სომხეთში - TOP-5 პროდუქტი
ექსპორტისგან განსხვავებით 34%-იანი კლებაა სომხეთიდან იმპორტში. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველო სომხეთიდან 286,681.41 ათასი დოლარის პროპდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 432,924.94 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა.
სომხეთიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც სომხეთიდან საქართველოში 613,697.15 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. 2022 წლის მაჩვენებელი კი 47%-იან ზრდას აჩვენებს 2021 წლის მაჩვენებლებთან.
რა იყიდა საქართველომ სომხეთიდან - TOP-5 პროდუქტი
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826