როგორია ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ჩინეთში 2 042 792.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 424 147.8 ათასი დოლარის. ზრდა 43.44%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ჩინეთში ახდენს:
• მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 311 722.5 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 103 314.9 ათასი დოლარი;
• მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 84 351.2 ათასი დოლარი;
• კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 12 919.6 ათასი დოლარი;
• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 8 119.9 ათასი დოლარი.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:
• დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 111 945.5 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 59 997.1 ათასი დოლარი;
• ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 43 842.9 ათასი დოლარი;
• მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 42 853.2 ათასი დოლარი;
• ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 41 043.1 ათასი დოლარი.
სხვა სიახლეები
სექტემბრის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ასევე რეკორდულია იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე
13.10.2026.15:47
„სექტემბრის თვეში, სექტემბრის თვის ჭრილში, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლებით ექსპორტი 19%-ზე მეტად არის გაზრდილი და 6,1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე რეკორდულია 2026 წლის იანვარი-სექტემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ზე მეტადაა გაზრდილი და 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ.
„აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რომელიც მიმართულია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ და ზოგადად, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ შესაძლებლობაში, რასაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა მოახდინონ მათი პროდუქციის ექსპორტი, როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე, ტარიფების გარეშე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებში აისახება და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.