TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის
საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველომ შვეიცარიაში 19 718.4 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18 861.9 ათასი დოლარის. ზრდა 5%-ის დონეზეა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან შვეიცარიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიიდან 40 873.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი მოახდინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 646.0 ათასი დოლარის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შვეიცარიიდან საქართველოში იმპორტი 43%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
საქართველოსა და საბერძნეთის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია - სტატისტიკა
13.05.2026.12:20
მიმდინარე წელს საქართველო საბერძნეთის სავაჭრო ბრუნვა 163%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 43 045.8 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 16 354.2 ათასი დოლარი.
საქსტატის მაჩვენებლებით, მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოდან საბერძნეთში ექსპორტმა 9 082.5 ათასი დოლარის შეადგინა, ერთი წლით ადრე კი 4 856.8 ათასი დოლარი. ზრდა 87 პროცენტის დონეზეა.
რაც შეეხება იმპორტს ზრდა 195%-ია. 2026 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ საბერძნეთიდან 33 963.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 497.4 ათასი დოლარი.