TOP 5 პროდუქტი, რომლის ექსპორტსაც საქართველო იაპონიაში ახდენს
საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი 2%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ ექსპორტზე 4 263.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წელს კი 4 196.9 ათასი დოლარის. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ქართული ღვინოა, რაზეც იაპონიაში ექსპორტის 26%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:
რაც შეეხება იაპონიიდან იმპორტს, 34%-იანი კლებაა. 2025 წელს საქართველომ იაპონიიდან 364 645.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. სტატისტიკის მიხედვით, იაპონიიდან იმპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდულობს:
სხვა სიახლეები
საქართველომ იანვარ-ივლისში $62.7 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა
11.09.2026.19:00
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 62.7 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის შვიდ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 4.7 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.8 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 487.5%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი ერაყში გაიყიდა.
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში წარმოებული თაფლი შემდეგ ბაზრებზე გაიყიდა:
• ერაყი - 3.8 ტონა;
• სომხეთი - 0.4 ტონა;
• არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.2 ტონა;
• ჰონ-კონგი - 0.1 ტონა.