TOP 5 პროდუქტი, საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვაში
საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველომ აზერბაიჯანში 46 290.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის იანვარში კი 42 792.4 დოლარის. წლიურ ჭრილში აზერბაიჯანში ექსპორტი 8%-ით არის შემცირებული. საქართველოდან აზერბაიჯანში მთავარი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანში ყიდის:
რაც შეეხება აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტს, ის 12%-ით არის შემცირებული, 2026 წლის იანვარში საქართველომ მეზობელი აზერბაიჯანიდან 55 339.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის იანვარში კი 62 822.0 ათასი დოლარის.
TOP პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
21.09.2026.17:10
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.