TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინის ექსპორტს ახორციელებს
მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრებზე 82 363 154 ლიტრი ქართული ღვინო მოხვდა, რაც გასულის წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 9%-ით შემცირებული მაჩვენებლებია. 2024 წლის 11 თვეში საზღვარგარეთ 90 352 136 ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე. ქართული ღვინისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინის ექსპორტს ახორციელებს:
ცნობისათვის, საქართველოდან ღვინის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 101 662 064 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.