TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 127 431.3 ათასი დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 185 080 150 ლიტრი წყალი გადაიზიდა საექსპორტო ბაზრებზე, მაშინ როდესაც 2025 წლის 8 თვეში ეს მაჩვენებელი 173 657 748 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად წყლის ექსპორტი 6.58%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ჩამოსხმული მინერალური და მტკნარი წყლებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:
• რუსეთი - 100 741 909 ლიტრი;
• ყაზახეთი - 26 772 374 ლიტრი;
• უკრაინა - 17 136 756 ლიტრი;
• ლიეტუვა (ლიტვა) - 10 817 654 ლიტრი;
• უზბეკეთი - 6 029 066 ლიტრი;
სხვა სიახლეები
საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება - მარიამ ქვრივიშვილი
09.10.2026.11:33
„საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.
„საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება.
უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში.
ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა" - კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.
„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა.
დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს, ახალ თაობას კი შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარკინიგზო მარშრუტი. ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი როგორც რკინიგზელებისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის", - განაცხადა მინისტრმა.