TOP 5 ქვეყანა საიდანაც საქართველო კრევეტების იმპორტს ახდენს
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 227.1 ათასი დოლარის 39.4 ტონა გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი განახორციელა. მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრევეტების იმპორტი ქვეყანაში 328.26%-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 9.2 ტონა კრევეტების იმპორტია დაფიქსირებული.
არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კრევეტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა დანიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ცივი წყლის გაყინულ კრევეტებს ყიდულობს:
• დანია - 125.6 ათასი დოლარი;
• უკრაინა - 81.7 ათასი დოლარი;
• ნორვეგია - 16.0 ათასი დოლარი;
• ბელგია- 2.3 ათასი დოლარი;
• საფრანგეთი- 1.6 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა | საქსტატი
23.10.2026.11:09
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2 პროცენტით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7 პროცენტი).
2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.0 პროცენტით.