TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველის იმპორტს ახდენს
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 5 820.2 ათასი დოლარის ღირებულების ყველის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოში 1 099.0 ტონა ყველის და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 943.2 ტონა ყველი. შესაბამისად ორი თვის სტატისტიკით ქვეყანაში იმპორტირებული ყველის მოცულობა 17%-ითაა გაზრდილი.
საქართველოში იმპორტირებული ყველის დიდი წილი ქვეყანაში თურქეთიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველის იმპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი - ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური | „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე
11.09.2026.15:08
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა.
მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება.
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.