მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნაყინის იმპორტს ახორციელებს

news image
mbc image

საქართველოში ნაყინის იმპორტის მოცულობა კლებულობს, თუმცა მისი შესასყიდი ფასი მნიშვნელოვნად იზრდება. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 735.8 ათასი დოლარის ღირებულების 729.6 ტონა ნაყინის იმპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 849.9 ტონის, რომლის საერთო ღირებულებაც 4 619.0 ათას დოლარს შეადგენდა.  

შესაბამისად, მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყანაში ნაყინის იმპორტი რაოდენობრივად (ტონებში) 14.2%-ით არის შემცირებული, მაშინ როდესაც საიმპორტო ღირებულება, ფასების მატების გამო, 2.5%-ით გაიზარდა. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნაყინს ყიდულობს:

  • თურქეთი - 1507.7 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 1039.4 ათასი დოლარი;
  • სომხეთი  - 466.4 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 374.9 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 353.1  ათასი დოლარი.
banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ADB-მ და უზბეკეთმა ენერგოსისტემის მოდერნიზაციისთვის $200 მილიონის ღირებულების სასესხო შეთანხმება გააფორმეს

19.10.2026.19:00

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა უზბეკეთის ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 200 მილიონი აშშ დოლარის სასესხო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის განაწილების სისტემის მოდერნიზაციას, ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებასა და მზარდი მოთხოვნის პირობებში ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„საიმედო ელექტრომომარაგება ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ვალდებულებაა, რომელიც თანამედროვე ეკონომიკამ საკუთარი მოსახლეობის წინაშე უნდა შეასრულოს. ეს შეთანხმება უზბეკეთს დაეხმარება აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის პირობებში, უფრო ძლიერი ქსელების განვითარებით, რომლებიც მოემსახურება ოჯახებს, ბიზნესებსა და საჯარო დაწესებულებებს და უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის უფრო დიდი მოცულობის ინტეგრირებას“, - განაცხადა მასატო კანდამ.

ელექტროენერგიის განაწილების სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა (Modernization of Electricity Distribution Systems Program) ითვალისწინებს უზბეკეთის მასშტაბით 60 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგამანაწილებელი ქვესადგურის განახლებასა და ქსელის მართვის გასაუმჯობესებლად ციფრული სისტემების დანერგვას.

აღნიშნული პროგრამა ADB-ის პირველი ენერგეტიკული ოპერაციაა ADB-ისა და მსოფლიო ბანკის სრული ურთიერთნდობის ჩარჩოს (Full Mutual Reliance Framework) ფარგლებში. ამასთან, ეს არის უზბეკეთის ენერგეტიკის სექტორში შედეგებზე დაფუძნებული დაკრედიტების პირველი ოპერაცია.

უზბეკეთის ელექტროენერგეტიკული ქსელი მზარდი დატვირთვის წინაშე დგას, რასაც ეკონომიკის გაფართოება, ქალაქების ზრდა და შინამეურნეობების მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მატება განაპირობებს.

მოსალოდნელია, რომ ინვესტიციები ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის დანაკარგებისა და ტრანსფორმატორების გადატვირთვის შემცირებას, ელექტრომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესებას, სულ მცირე 3.3 გიგავატი განახლებადი ენერგიის სიმძლავრის ინტეგრირებას, ასევე სათბურის აირების ემისიების შემცირებას წელიწადში თითქმის 23 000 ტონა CO₂-ის ეკვივალენტით.

პროგრამა ეფუძნება ADB-ის მრავალწლიან მხარდაჭერას უზბეკეთის ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სისტემების განვითარების მიმართულებით. 2010 წლიდან ბანკმა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის 3.4 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება და გარანტიები გამოყო.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ეროვნული კომპანიის ტექნიკური კომპეტენციების, მართვის სისტემებისა და ფინანსური კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას. ამასთან, ხელი შეეწყობა თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებასა და ენერგეტიკის სექტორში ქალთა მონაწილეობის ზრდას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა