TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახორციელებს
საქართველოში შაქრის იმპორტის საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში პროდუქტის შემოტანა მოცულობის თვალსაზრისით გაიზარდა, თუმცა შესყიდული შაქრის საერთო ღირებულება შემცირებულია.
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 16 353.9 ათასი დოლარის ღირებულების 30 868.7 ტონა შაქარი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 17 695.0 ათასი დოლარის ღირებულების 29 334.5 ტონა პროდუქტი შემოვიდა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ წელს იმპორტირებული შაქრის მოცულობა 5.2%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც მასზე დახარჯული თანხა 7.6%-ით შემცირდა, რაც გლობალურ ბაზარზე პროდუქტის გაიაფებაზე მიანიშნებს.
რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყნებს, მიმდინარე წლის დასაწყისში ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი მოცულობით შაქარი პოლონეთიდან შემოვიდა, რამაც 11 170.8 ტონა შეადგინა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შაქრის იმპორტს ახორციელებს:
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826