TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შოკოლადის იმპორტს ახორციელებს
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში შოკოლადის (შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები) იმპორტი გაიზარდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 60 094.4 ათასი დოლარის ღირებულების 11 110.0 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 10 617.1 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 4.64%-ით გაიზარდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა:
• რუსეთი - 3 836.1 ტონა;
• უკრაინა - 2 551.2 ტონა;
• პოლონეთი - 951.0 ტონა;
• თურქეთი - 659.9 ტონა;
• სომხეთი - 447.0 ტონა;
სხვა სიახლეები
ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი - ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური | „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე
11.09.2026.15:08
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა.
მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება.
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.