TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სუნამოების იმპორტს ახორციელებს
საქართველოში სუნამოებისა და ტუალეტის წყლების იმპორტი მკვეთრად იზრდება როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით ნაწილში. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 40 268.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სუნამო შემოვიდა, რაც 23.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც ეს ციფრი 32 638.3 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
გაზრდილია მოთხოვნა პროდუქციის წონაზეც. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველომ 1 101.7 ტონა სუნამო შეიძინა, რაც გასული წლის ცხრა თვის მაჩვენებელთან შედარებით (899.7 ტონა) 22.5%-ით მეტია.
ქართული ბაზრისთვის სუნამოების უმსხვილესი და მთავარ პარტნიორი ჩინეთია.
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში TOP 5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასე გადანაწილდა:
• ჩინეთი - 355.6 ტონა;
• არაბთა გაერთიანებული საამიროები - 145.6 ტონა;
• თურქეთი - 135.6 ტონა;
• საფრანგეთი - 119.2 ტონა;
• ესპანეთი - 104.4 ტონა;
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
29.10.2026.17:08
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8934 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5959 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5959 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5957 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8934 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.