მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TOP 5 საიმპორტო და საექსპორტო პროდუქტი საქართველოში

news image
mbc image

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში ახალი რეკორდული მაჩვენებელი 684.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად,  იმპორტი წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 5.7%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.8%-ით შემცირდა 735.7 მლნ აშშ დოლარამდე.

2024 წლის ივლისში მანქანები (+38.4% წ/წ), ფეროშენადნობები (+37.1x წ/წ), სპირტი (+98.6% წ/წ), ღვინო (-26.5% წ/წ) გაზიანი სასმელები (+103.0% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი.

ამასთან, ექსპორტის 5.2% ევროკავშირზე მოდიოდა (- 29.9% წ/წ), 69.5% დსთ-ზე (+37.2% წ/წ) და 25.3% სხვა ქვეყნებზე (+33.9% წ/წ).

2024 წლის ივლისში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-30.4% წ/წ), ნავთობი (+23.5% წ/წ), მედიკამენტები (+18.4% წ/წ), გამომთვლელი მანქანები (+350.1% წ/წ) და შერეული საქონელი (+20.5x წ/წ).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 5.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 1.3%-ით შემცირდა 3.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა და 9.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა