მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TOP 10 კომპანია, რომელმაც უკრაინაში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა და იყიდა

news image
mbc image

 

საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ- აპრილში საქართველოდან უკრაინაში $30 448.9  ღირებული პროდუქტი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 1.6%-ია კლება  - 42.5%-ია. 

საქსტატის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნებში მე-10 ადგილზეა. 

2022 წლის იანვარ-აპრილში  საქართველოდან უკრაინაში $52 965.8 ღირებულების პროდუქტი გავიდა, ხოლო მთლიან ექსპორტში წილი 3.3% იყო. 

Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილია 10 ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანია, რომელმაც უკრაინაში ყველაზე მეტი პროდუქტი გაიტანა და შეისყიდა. 

  • სს რუსთავის აზოტი
  • შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
  • შპს ვირტგენ საქართველო
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი
  • შპს აგრინოლ კავკაზ
  • შპს ეი-ბი-ეფ
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს ლეგომეტალ
  • შპს ნამი

10 იმპორტიორი კომპანია უკრაინიდან

  • შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
  • შპს ფილიპ მორის საქართველო
  • შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი
  • შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
  • შპს ჯეი თი აი კავკასუს აიდიეს ბორჯომი საქართველო,
  • შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს აჭარგანათება
  • შპს ივერია ინდასტრის
  • შპს როშენ ჯორჯია
  • შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა