თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია Business Insider Georgia-ს თავად თორნიკე ზირაქიშვილმა დაუდასტურა. აქამდე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Eagle Hills საქართველოში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციით ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. თბილისის ცენტრში Eagle Hills-მა გაყიდვების ოფისი გასულ წელს გახსნა.
Eagle Hills Properties-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანტრეპრენერია, უძრავი ქონების სფეროში 30-წლიანი გამოცდილებით. ალაბარი აგრეთვე Emaar Properties-ის დამფუძნებელია - კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ბურჯ ხალიფა, და ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი, დუბაი მოლი, ააშენა. სწორედ ამ პროექტებმა დუბაის თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტილი საერთაშორისო მასშტაბით ხელახლა განსაზღვრა.
ადამიანზე ორიენტირებული და გამორჩეული კომპლექსები, რომლებიც არა მხოლოდ ორგანულად ერწყმის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას — ეს არის მოჰამედ ალაბარის ხედვა და მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ.
Eagle Hills Properties-ის პროექტები უკვე 12-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის სერბეთში, ლატვიაში და ახლა უკვე საქართველოშიც. თითოეული კომპლექსი ხასიათდება მდგრადი განვითარებითა და თანამედროვე, ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით.
სხვა სიახლეები
TOP 10 უმსხვილესი იმპორტიორი 2026 წლის აგვისტოში
21.09.2026.15:26
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 22.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.
Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, TOP 10 უმსხვილესი იმპორტიორი 2026 წლის აგვისტოში:
ორგანიზაციის კოდი ორგანიზაციის დასახელება
202161098 სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
211380691 შპს ალტა
405572394 შპს ბლექ სი პეტროლიუმ
202241396 შპს კავკასიის ავტოიმპორტი
405208216 შპს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია
405074128 შპს რეპსოლი
204493002 შპს რომპეტროლ საქართველო
404391136 შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
202352514 შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
208213119 შპს ჯორჯიან პეტროლიუმი
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.