ტრანსკასპიური მარშრუტით, რომელიც საქართველოს პორტებსაც უკავშირდება, ყაზახეთი ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი, ორი წლის განმავლობაში აპირებს ნავთობის მოცულობის გაზრდას ტრანსკასპიის მარშრუტზე, რომელიც საქართველოს პორტებს უკავშირდება.
ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.
2023 წელს ამ მარშრუტით 1 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. 2024 წლის გეგმა 1,5 მილიონ ტონამდეა გაზრდილი.
2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გასცა ბრძანება ტრანსკასპიის დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესახებ.
ამ ინსტრუქციის შესაბამისად, KazMunayGas-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნედლეულის გადაზიდვას თენგიზის საბადოდან ბაქოში ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით შემდგომი გადატუმბვის მიზნით.
ზოგადად, ენერგეტიკის სექტორის განვითარება რჩება ყაზახეთის მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. ეს ეხება ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გაძლიერებას, ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და განახლებადი ენერგიის სიმძლავრის გაზრდას, - ნათქვამია მოხსენებაში.
კერძოდ, იგეგმება CPC მილსადენის ყაზახეთის მონაკვეთის გამტარუნარიანობა გაიზარდა 54 მილიონიდან 72,5 მილიონ ტონამდე წელიწადში. ამასთან, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჩიმკენტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაფართოებაზე. შედეგად, მისი სიმძლავრე წელიწადში 6 მილიონიდან 12 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას საწვავ-საპოხი მასალებზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826