მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით - უილიამ ტომპსონი

news image
mbc image

„შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ისევ ლიდერია OECD-ის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის სიაში და ეს რამდენიმე წელია გრძელდება. 2020 წლის შემდეგ სახეზეა მთელი რიგი გაუმჯობესება და ვფიქრობ, ის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით" - ამის შესახებ OECD- ის გლობალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, უილიამ ტომპსონმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად.

„კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველო, ერთი კომპონენტის გარდა, ყველა მიმართულებით ლიდერია და ეს უპირველესი პრიორიტეტია. მეორე პრიორიტეტია დიგიტალიზაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით მრავალი მიმართულებითაა წარმატებული. მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს მთავრობის პოლიტიკის მთავარ მიმართულებად. 2015 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ - წარმადობის  საშუალო მაჩვენებელი 23%-ითაა გაზრდილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი წარმოების კიდევ უფრო გასაფართოებლად" - აღნიშნა ტომპსონმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2024 წლის  მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს.  კვლევის პრეზენტაცია საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.

OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის" შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა