მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წარმატებული გერმანულ-ქართული თანამშრომლობა - გერმანიის ელჩმა დასავლეთ საქართველოში პროექტები მოინახულა

news image
mbc image

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 2023 წლის 14-15 ნოემბერს ქართული მედიის წარმომადგენლების ჯგუფთან ერთად დასავლეთ საქართველოში განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტს ეწვია. მას თან ახლდნენ საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის გუნდისა და ორი განმახორციელებელი ორგანიზაციის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები.

ბათუმისკენ მიმავალ გზაზე პირველი გაჩერება იყო ზესტაფონის ქვესადგური, რომლის რეაბილიტაცია ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროენერგიის მიწოდებაში. ეს გერმანიის მხარდაჭერის მხოლოდ ერთი მაგალითია, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადაცემის მხარდასაჭერად დაახლოებით 135 მილიონი ევრო იქნა გამოყენებული. KfW-ს მეშვეობით განხორციელდა 470 კილომეტრის სიგრძის ახალი გადამცემი ხაზების გაყვანა ან ძველის რეაბილიტაცია, რამაც საქართველოს ელექტროქსელებთან დაკავშირების საშუალება მისცა მცირე ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 400 მეგავატზე მეტია.

ბათუმში განხილვის თემები იყო მდგრადი ურბანული განვითარება და ურბანული მობილობის გაუმჯობესება. დელეგაცია ასევე გაეცნო ბათუმში ველოსიპედებით გადაადგილების გენერალურ გეგმას, ველოსიპედების გაქირავების სისტემას და კონცეფციას ფეხით მოსიარულეთათვის.

გარდა ამისა ბათუმისა და თბილისის ავტობუსის მძღოლებმა გაიარეს ტრენერების კურსები ენერგოეფექტური და უსაფრთხო მართვისა და ასევე მგზავრებთან კომუნიკაციის თემებზე. მხოლოდ 2022 წელს ჩატარებული ტრენინგებისას მათ უკვე გადასცეს თავიანთი ცოდნა სატრანსპორტო კომპანიების თითქმის 2000 ავტობუსის მძღოლს.

ურბანული განვითარება ასევე მოიცავს ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტს. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და წყალმომარაგების სხვა ობიექტების განახლებით, ქალაქის მოსახლეობას აქვს სუფთა სასმელი წყალი და მოქმედი კანალიზაციის სისტემა. ამით 2011 წლიდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში 200 000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით. სხვა მიზეზებთან ერთად ამ ფაქტორით გამოწვეულმა ტურისტების რაოდენობის საგრძნობმა ზრდამ ბათუმში  ხელი  შეუწყო ადგილობრივად 60 000 სამუშაო ადგილის შექმნას.

ვიზიტის დასასრულს ბათუმის ქალაქის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIZ-თან ე.წ. „ურბანული ლაბორატორიის“ შესაქმნელად, სადაც ბათუმელებთან ერთად შემუშავდება და გამოცდას გაივლის სხვადასხვა პროექტი უფრო ლამაზი და მწვანე ბათუმისთვის.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა