მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები შედის ექსპლუატაციაში - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით  იმყოფება. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა. ამიტომ ყოველწლიურად ვიკრიბებით და წლის გეგმებზე ვსაუბრობთ. დღეს ჩემს კოლეგასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხს - წელს ბოლო ეტაპის სამუშაოები შედის ექსპლუატაციაში.  ასევე ვისაუბრეთ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იქმნება და რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებას განახორციელებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს მონაკვეთი უფრო ეფექტურად დავტვირთოთ და მეტი ტვირთი მოვიზიდოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, შპს „მარაბდა-კარწახის" ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ, სს „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელმა პირებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ირაკლი შენგელიამ. აზერბაიჯანის დელეგაციაში - რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის ხელმძღვანელობით, ასევე წარმოდგენილნი იყვნენ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი და დელეგაციის სხვა წევრები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის" მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება. 

„სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლა ჩვენი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანელ კოლეგასთან  შეხვედრისას ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე წლის გადაზიდვების პროგნოზზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გეგმების და ხედვების გაცვლა, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ჩვენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ვიყოთ რეგიონში და საერთაშორისო მასშტაბით", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა