მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წელს დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი და ასევე რეკორდული გენერაცია - მათმა მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - რომეო მიქაუტაძე

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაესწრო. მან პროფესიული დღე მიულოცა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისთვის.

„მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო დარგში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს, პირველ რიგში კი მათ, ვინც ამ წუთებში უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სტაბილურ, უწყვეტ ენერგომომარაგებას“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

საზეიმო ღონისძიება სიმბოლურად ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც თითქმის 100 წელია ფუნქციონირებს. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. რომეო მიქაუტაძემ დამსწრე საზოგადოებისთვის პრეზენტაცია გააკეთა, რომელშიც ქვეყნის ენერგეტიკის დარგში არსებული სურათი გააცნო, ისაუბრა კონკრეტულ მაჩვენებლებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და პროექტები წარადგინა.

რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ელექტროენერგიის ადგილობრივმა გამომუშავებამ, ასევე ექსპორტმა გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში აშენდა 64 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1209 მგვტ-ს, ხოლო ინვესტიცია 1.896 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.

„მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ფაქტორებით, როცა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი და ასევე რეკორდული გენერაცია - მათმა მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია “ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ამასთან, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, 2022 წლიდან გაფორმებულია 102 ხელშეკრულება, მათ შორის 68 ჰიდროელექტროსადგურის, 11 ქარის და 23 მზის ელექტროსადგურის პროექტია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან დღემდე საქართველოში 13 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის კიდევ მინიმუმ 7 ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმება.

პრეზენტაციაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური, ყველაზე დიდი თბოელექტროსადგურის პროექტის შესახებ, რომლის მშენებლობაზეც უკვე გამოცხადებულია ინტერესთა მოწვევა, ასევე განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალ სქემასა და პირველ აუქციონზე, რომელიც 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა - მასში კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.

რომეო მიქაუტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების მასშტაბურ პროექტს, ასევე საქართველოში მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების პერსპექტივებსა და ამ კუთხით ჩატარებულ სამუშაოებს. „მსურს, ,ჩვენს ქვეყანას და ენერგეტიკის დარგს უფრო მეტი, ძლიერი, მძლავრი და მეტად დივერსიფიცირებული ენერგოობიექტები ვუსურვო“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დარგის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა