მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა l ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე ნაწილდება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტის და დასაწყობების, ასევე ვაჭრობის, ჯანდაცვის და სხვა სექტორებმა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, არსებული მონაცემები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო თვეების და წლების განმავლობაში დაფიქსირებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება.

„საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის გამოვყოფდი იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსების ზრდის მიმართულებით განხორციელდა - შეიქმნა ეკონომიკური განვითარების კორპორაცია, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ასევე მოსალოდნელია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რაზეც საქართველოს მთავრობას კონკრეტული, ვადებში გაწერილი გეგმა აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს აღნიშნული ეკონომიკური ზრდის მიღწევას", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, მინისტრის მოადგილე მათ შორის ხაზს უსვამს ადგილობრივი ექსპორტის კუთხით დაფიქსირებულ პოზიტიურ ტენდენციებს. კერძოდ, იანვარ-მაისის პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა და ფაქტობრივად, 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია, რაც აღნიშნული მაჩვენებლებით დასტურდება.

„მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის მიმართულებით, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გაზრდილია სხვადასხვა პროდუქტების ექსპორტი. ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება თურქეთის, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნული, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ასევე რეალურ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნასა და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის და საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული დადებითი ტენდენციები კიდევ ერთხელ ამყარებს მოლოდინს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

13.08.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0191 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6171 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6171 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6181 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0191 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0205 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა