მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და აგვისტოს თვის რეკორდული მოცულობა 752.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (რე-ექსპორტის გამოკლებით) გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 60.0%-ით გაიზარდა და ასევე აგვისტოს თვის რეკორდულ მოცულობა, 432.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.

„მათ შორის იზრდება ის პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია და საქართველოდან გადის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით, მთავრობას არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქვს, რომლებიც საბოლოო ჯამში, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პროდუქტიულობის ზრდაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი განაპირობებს ერთი მხრივ, იმ შედეგებს, რომელიც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება.

„საქართველოში უკვე მე-6 წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ECB განაკვეთის ზრდის მოლოდინებს ამცირებს

21.09.2026.15:00

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის შესახებ ბაზრის მოლოდინები, ძირითადად, ენერგიის ფასების ზრდით არის განპირობებული, თუმცა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრისას პოლიტიკის შემმუშავებლები ეკონომიკური მაჩვენებლების გაცილებით ფართო სპექტრს გაითვალისწინებენ, - განაცხადა ECB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბორის ვუჩიჩმა.

ინვესტორები ECB-ის მიერ განაკვეთების ზრდის მოლოდინებს აძლიერებენ მას შემდეგ, რაც ევროზონის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირაში სესხების ღირებულება გაზარდა. ეს გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების ფონზე მიიღეს, რამაც ბლოკში საწვავის ღირებულების ზრდა გამოიწვია.

ECB-ის მმართველი საბჭოს წევრმა ვუჯჩიჩმა აღნიშნულ მოლოდინებს გარკვეული ეჭვქვეშ დაყენება მოჰყვა და განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის შეფასებისას ყურადღება მხოლოდ ნავთობისა და გაზის ფასებზე არ უნდა გამახვილდეს.

„საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელ დინამიკაზე ბაზრის ფასების ფორმირებას, ძირითადად, ენერგიის ფასების ზრდა განაპირობებს“, - განაცხადა მან ოთხშაბათს ჩაწერილ ინტერვიუში.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ენერგიის ფასებს არ ვაკვირდებით და ეკონომიკური მონაცემებისა და კრიტერიუმების გაცილებით ფართო სპექტრს ვითვალისწინებთ. შესაბამისად, მიზანშეწონილი არ იქნება ყურადღების მხოლოდ ენერგიის ფასებზე გამახვილება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მნიშვნელოვანი როლი აქვს.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა