მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

ციფრული ლარის საპილოტე პროგრამა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული სარგებელი - დავით უტიაშვილი

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება არ განიხილება, თუმცა დაგეგმილია საპილოტე პროგრამების განხორციელება, რომელთა მიზანი ტექნოლოგიის პოტენციური სარგებლის, ხარჯებისა და რისკების შეფასებაა.

დავით უტიაშვილის განცხადებით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში.

„ზოგადად ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის, საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ ისეთ ვალუტებს, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის შეიძლება უფრო სტაბილური და მიმზიდველი იყოს", – განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საპილოტე პროგრამები ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებელი, მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები, ასევე შეაფასოს მათი შემცირების შესაძლებლობები.

„ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა იგეგმება საპილოტე პროგრამების განხორციელება, რათა შევისწავლოთ სარგებელი, ვნახოთ მოსალოდნელი ხარჯები, რისკები და ტექნოლოგიური გამოწვევები და შევაფასოთ, როგორ შეგვიძლია ამ რისკების შერბილება. სწორედ ამ სამუშაოების განხორციელების მიზნით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი უფლებამოსილება", – აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

21.10.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9163 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5976 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5976 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9163 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა