მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებაში დაეხმარება - კვლევა

news image
mbc image

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას. აღნიშნული კვლევა საქართველოს კერძო სექტორის პირველი დიაგნოსტიკური კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შესაძლებლობები და სირთულეები კერძო სექტორის ზრდის დასაჩქარებლად.

დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სახეზეა რიგი სტრუქტურული გამოწვევები, მათ შორისაა, პროდუქტიულობის ზრდასთან  და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, ქვეყანაში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოა შექმნილი, მაგრამ ციფრული სერვისების შედარებით დაბალი განვითარება ბიზნესში ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვას აფერხებს. კვლევა განსაზღვრავს იმ ძირითად დარგებს, რომლებსაც კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების პოტენციალი აქვს. კვლევაში ასევე თავმოყრილია  აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად საჭირო რეკომენდაციები.

„საქართველოს ეკონომიკამ თავისი მდგრადობა პანდემიის დროს დაამტკიცა, მაგრამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს. რეფორმებს ძირითად სექტორებში შეუძლია საქართველოს ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზაციაში, გლობალური ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობის ზრდაში და პროდუქტიულობის ამაღლებაში. კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა უმნიშვნელოვანესი იქნება და IFC მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ამ მიმართულებით,“ აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ. 

„საქართველოს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააფართოვოს კერძო სექტორის განვითარების პროცესი. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ამის მიღწევა შესაძლებელია კანონებისა და რეგულაციების აღსრულებისა და პროგნოზირებადობის ამაღლებით, ასევე, კავშირებისა და ლოგისტიკის, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის კატალიზატორების მხარდაჭერით,“ განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

განახლებადი ენერგია: საქართველოს  განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - 18 გიგავატი, საიდანაც მხოლოდ 20 პროცენტზე ნაკლებია ათვისებული. ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკა, რეგულირებისა და ნებართვების სისტემა, და  სტიმულირების მდგრადი სქემები.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა: საქართველო, როგორც კავკასიის და ცენტრალური აზიის კარიბჭე ისწრაფვის, რომ რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ქვეყანას, სხვა ასპექტებთან ერთად, საზღვაო პორტების სიმძლავრის გაფართოება, ინფორმაციის ნაკადებისა და მონაცემთა წვდომის გაზრდა, და სარკინიგზო ოპერაციების გაუმჯობესება სჭირდება. შუა დერეფნის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესება საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ციფრული ბიზნესი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწინავეა ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში შედის უკონტაქტო გადახდების სფეროში, ციფრული ბიზნესის განვითარება დაჩქარებას საჭიროებს. ელექტრონული კომერცია და ფინტექი მნიშვნელოვანი პოტენციალით გამოირჩევა. ამ სექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ციფრული უნარების განვითარების დაჩქარებაა საჭირო. მაგალითად, მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს  საბაზისო უნარები პროგრამირებაში. ქვეყანას სჭირდება პროგრამირების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება და ადრეულ ეტაპზე დაფინანსება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა