მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ციტრუსის ექსპორტში უპირატესობას რუსეთი ინარჩუნებს, ევროპული ქვეყნებიდანაც მზარდია მოთხოვნა - საკოორდინაციო შტაბი

news image
mbc image

გეოპოლიტიკური პროცესების, ცალკეც კლიმატური პირობების გამო წელს ციტრუსის წარმოება-დაბინავების კუთხით გარკვეული გამოწვევებია, თუმცა სექტორი მაქსიმალურად მზადაა, წარმატებული სეზონი ჩატარდეს.

აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ ფერმერებს ლოგისტიკასა და რეალიზაციაში ხელი შეუწყონ.

იმის გამო, რომ ქართული ციტრუსი კარგი ხარისხით გამოირჩევა, ექსპორტზე იგი ერთ-ერთი მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტია. 

როგორც ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ონიანი Busioness Insider Georgia- თან ამბობს, ექსპორტი მომდევნო თვეების განმავლობაში გააქტიურდება, სექტორი მზად არის, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

„რთული წელიწადია მეციტრუსეობაში, როგორც სხვა დარგებში, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ რეალიზაციას და რომ საკმაოდ კარგად დავაბინაოთ  მოსავალი როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ბაზრის მიმართულებით.  

წელს ციტრუსი ტრადიციულ ბაზრებზე გაიყიდება. ძირითადად რუსეთში, ტრადიციული ბაზარია, უფრო იაფი და მოსახერხებელი, რის გამოც ჯერჯერობით გარკვეულ უპირატესობას ინარჩუნებს. თუმცა ევროპული ქვეყნებიდანაც მზარდია მოთხოვნა და ველოდებით, რომ მიწოდებაც ასევე მოიმატებს. უკრაინის მიმართულებით გადაიგზავნება გარკვეული მოცულობა, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე იყო", - ამბობს ირაკლი ონიანი. 

მისი ინფორმაციით, წლევანდელი მოსავლის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 55 ათას ტონას შეადგენს.

„ციტრუსს მეწლეობა ახასიათებს. შარშან ნაკლები მოსავალი იყო, წელს კლიმატური პირობების მიუხედავად, გაცილებით მეტია და ხარისხიც ნორმალურია. მოსავლის დაბინავება პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენი ფერმერებიც კარგად მოემზადნენ, აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა და ქვეპროგრამები.

ამან გარკვეული შედეგი მოგვცა,  მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით,  რაც გვეხმარება, რომ მავნებელმა ციტრუსის მოსავალი არ დააზიანოს. არსებული პროგნოზით,  55 ათას ტონა ციტრუსს მივიღებთ. შარშან ამ მაჩვენებელმა 30 ათასი ტონა შეადგინა", - ამბობს ირაკლი ონიანი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.
ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.

შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა