მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს" ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია | თამარ იოსელიანი

news image
mbc image

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა, ასევე დღეს Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს ორი თარიღი ერთმანეთთან განსაკუთრებულად და მჭიდროდ არის დაკავშირებული", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ქუთაისში გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი სწორედ კომპანია „ვიზეარმა" შეასრულა კიევის მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან პირველი ბაზა დაარსდა, რაც უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

„7 მიმართულებიდან დღეს უკვე 24 მიმართულებაზე ვართ ასული, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად კი, 16 ქვეყნის მიმართულებით 31 ქალაქში დავფრინავთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს" ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 მილიონ 600 ათას მგზავრს, 2024-ში დაახლოებით 1 მილიონ 700 ათას მგზავრს მოვემსახურეთ, ხოლო 2025 წელს უკვე გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი რიცხვები - დაახლოებით 1 მილიონ რვაასი ათას მგზავრზე მეტს მოვემსახურეთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

რაც შეეხება მიმდინარე 2026 წლის მონაცემებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება და პირველი 8 თვის მონაცემები ძალიან დადებითია.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საავიაციო სექტორში გამოწვევებია მსოფლიოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ასე ვთქვათ, თამასას ინარჩუნებს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი - თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე

29.09.2026.18:40

„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს", -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.

„მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

„2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა