მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

წლის ბოლომდე 5 მილიარდი ლარის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოცხადდება - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება”, - ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

„ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით,“ – განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას სარფთან დააკავშირებს და ტრანზიტულ მოძრაობას გონიოსა და ტურისტული ზონისგან განტვირთავს. ასევე დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა.

მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.

“უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება”,- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის“, –განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Kursi.ge-ის მთავარი იდეა მომხმარებლისთვის პირდაპირ ჯიხურის კურსით ონლაინ კონვერტაციის შეთავაზებაა | გიორგი აგლაძე

19.10.2026.09:33

Kursi.ge-ის მთავარი იდეა მომხმარებლისთვის პირდაპირ ჯიხურის კურსით ონლაინ კონვერტაციის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kursi.ge-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი აგლაძემ განაცხადა.

„Kursi.ge პირველი ლიცენზირებული ონლაინ კონვერტაციის პლატფორმაა. იდეა საიდან წამოვიდა? ალბათ ჩვენს მაყურებელსაც ხშირად ჰქონია შემთხვევა, როდესაც შედარებით მსხვილი თანხის დახურდავება უწევს, მაგალითად, მანქანის ან სხვა ნივთის შესაძენად. ბანკიდან გამოაქვს თანხა, მიდის ჯიხურში და უკეთესი კურსით ახურდავებს, რომ თანხა დაზოგოს, შემდეგ კი, შესაძლოა, თანხა ისევ ბანკში შეაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა აღმოგვეფხვრა და მომხმარებლისთვის პირდაპირ ჯიხურის კურსით, ონლაინ კონვერტაცია შეგვეთავაზებინა. ეს არის Kursi.ge-ის მთავარი იდეა“, - აცხადებს გიორგი აგლაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა