მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წლის ბოლოს შევძელით, რომ სოლიდური ზრდა გვქონოდა სავალუტო რეზერვებში - ნათია თურნავა

news image
mbc image

„წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და სოლიდური ზრდა გვაქვს სავალუტო რეზერვებში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ბოლო სტატისტიკური მონაცემების შეფასებებისას, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებისაგან გამოწვეული ჭარბი მერყეობის განეიტრალების მიზნით, სებ-ს  პერიოდულად უწევს რეზერვების დახარჯვა, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად.

 

„გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და სოლიდური ზრდა გვაქვს სავალუტო რეზერვებში. ეს არის რამდენიმე ფაქტორის დამსახურება. პირველი - ეს არის ჩვენს მიერ ნოემბერ-დეკემბერში საკმაო რაოდენობის დოლარის შეძენა ბაზარზე და ამის შესაძლებლობას ჩვენ ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში თვიდან-თვემდე იზრდება დეპიზოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ლარში.   უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობის ზრდაში, რომელიც ჩვენ გვაქვს სახეზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა რეზერვების დივერსიფიცირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასის ზრდის შედეგად, გასულ წელს შეძენილი მონეტარული ოქრო ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში 100 მილიონ დოლარამდე მატებას აჩვენებს.

 

„ყოველივე ამან ერთობლიობაში მოგვცა საშუალება ნოემბრიდან მოყოლებული სერიოზულად გაგვეზარდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ვფიქრობთ, რომ რეზერვები კვლავაც განაგრძობს აღმავალ ტრაექტორიას“, - განაცხადა  ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა