მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

წლის დასაწყისში ჩვენ ვხედავდით, რომ 60%-ს გასცდა იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგეტიკაში | ანა ჯეჯელავა

news image
mbc image

წლის დასაწყისში ჩვენ ვხედავდით, რომ 60%-ს გასცდა იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგეტიკაში, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა 8 თვის შეჯამება, რომლითაც იკვეთება სეზონური გამოწვევები საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე.

ძირითადში ეს გამოისახება ზამთარში გაზრდილ იმპორტდამოკიდებულებაში. მარტივი ენით რომ ვთქვათ, გვჭირდება მეტი ელექტროენერგიის იმპორტი და მეტი ბუნებრივი გაზის იმპორტი იმისათვის, რომ ვამუშაოთ თბოელექტროსადგურები. თბოელექტროსადგურები, ზოგადად, ჩვენი სისტემისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ გენერაციის კუთხით, არამედ რეზერვების კუთხით და, ამავდროულად, სისტემური საიმედოობის კუთხით.

აქვე ვისაუბრებ დასავლეთ-აღმოსავლეთის კავშირზე, ანუ, კერძოდ, ჩვენი ჰიდრორესურსების უმრავლესობა არის დასავლეთში და მოხმარების ცენტრი კი თბილისი აღმოსავლეთშია. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ხდება გადატვირთვები ამ ხაზზე და ერთ-ერთი ხერხი, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე შეფერხებები, არის თბოსადგურების ამუშავება.

წლის დასაწყისში ჩვენ ვხედავდით, რომ 60%-ს გასცდა იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგეტიკაში. ეს დამახასიათებელია იმიტომ, რომ მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს, მეტი ბუნებრივი გაზი შემოგვაქვს, თუმცა ზაფხულში უკვე ვნახეთ, რომ სიჭარბეს ჰქონდა ადგილი და, პირიქით, გვქონდა ექსპორტის პოტენციალი, რომელიც ბოლომდე ვერ განვახორციელეთ და ამაზეც ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ჯამში კი მოხმარება იზრდება წლიურად. საქართველოში მოხმარება გაიზარდა 2.7%-ით, თუმცა ჩვენი გათვლებით, ეს მოხმარება კიდევ უფრო დიდად არის გაზრდილი და, კერძოდ, 4,4%-ს შეადგენს.

მიზეზი, რატომაც სტატისტიკაში არ ჩანს ეს, არის მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურები, ანუ ეს არის ის პროგრამა, რომელსაც ასევე იცნობთ ნეტო აღრიცხვის სახელით და, ზოგადად, განაცხადების სახით, წლების მანძილზე ჯამურად შევიდა 350 მეგავატ მზის სადგურებზე განაცხადები.

ჩვენ ველოდებით სემეკის შეფასებას, თუ რამდენი აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში. წლის ბოლოს დაახლოებით გავიგებთ ამ ციფრებს, თუმცა მანამდე ჩვენი ვარაუდით, სადღაც 70% უკვე გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.

რას ნიშნავს ეს? ანუ მომხმარებლები თავად, საკუთარი მოხმარებისთვის, გამოიმუშავებენ მზის სადგურებით ელექტროენერგიას და უშუალოდ ქვითარში ხვდება მხოლოდ იმ ელექტროენერგიის ნაწილი, რომელსაც ქსელიდან ყიდულობენ. შესაბამისად, ეს სხვაობა, გენერაციით დაფარული მოხმარების, არ ჩანს სტატისტიკაში.

და ისევ და ისევ გავუსვამ ხაზს იმას, რომ 4.4% იყო, ჩვენი გათვლებით, ზრდა მოხმარების და ვფიქრობთ, რომ ეს მზის სადგურების, მიკრო სიმძლავრის სადგურების გავლენა, ზოგადად, ახალი კომპონენტია და შესასწავლია უფრო დეტალურად და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მთლიანად ქვეყნის ენერგომოხმარებაში“, - აცხადებს ანა ჯეჯელავა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image FMCG ბაზარზე ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა - Galt & Taggart

08.10.2026.11:00

Galt & Taggart განახლებულ კვლევას აქვეყნებს „FMCG სექტორი საქართველოში“. ანგარიშში განხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.

2026 წლის პირველ ნახევარში, FMCG ბაზრის შემოსავლები წლიურად 11.0%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12.0%-ით, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა. მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (vs 40.4% 1H25-ში).

ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა (+12.8% წ/წ) ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული (LFL ზრდა 10.3% წ/წ). ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა 1H26-ში. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში ₾1.4 მლნ, რეგიონებში კი ₾1.1 მლნ იყო.

დეილი ჯგუფი ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე - ნიკორა. 1H26-ში დეილი ჯგუფის წილი მთლიან ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო (vs 28.4% 1H25-ში), მეორე ადგილზეა 2 ნაბიჯი- 20.3%-იანი წილით (vs 18.2% 1H25-ში), ხოლო მესამეზე ნიკორა - 15.9%-იანი წილით (vs 16.9% 1H25) . თბილისში ბაზრის ლიდერია 2 ნაბიჯი - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა (vs 19.1% 1H25-ში), მეორე ადგილზეა დეილი ჯგუფი, რომლის წილიც 19.5% იყო (vs 19.2% 1H25-ში); რეგიონებში დეილი ჯგუფი კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია 1H25-ის 40.8%-დან.

ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით. შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა 5.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო საერთო მოგების მარჟა 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. ამასთან, 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9%-ს შეადგინა, რაც 0.6 პპ-იანი ზრდაა 1H25-ის 12.3%-თან შედარებით, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა