მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ცნობილია, როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელზე ტექნიკური კვლევა

news image

შავი ზღვის ელექტროკაბელზე ტექნიკური კვლევა ივლისში დასრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ტექნკური კვლევის ვადის ივლისამდე გახანგრძლივება გამოიწვია იმან, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტში ჩართვის სურვილი სხვა სუბიექტებმაც გამოთქვეს. 

„საწყის ეტაპზე ეს პროექტი საქართველოს მიერ ინიცირებული და საქართველოს და რუმინეთის ელექტრო სისტემები იყვნენ ჩართული. თუმცა ამას შემდგომში დაემატა ევროპის მხრიდან უნგრეთი და სამხხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი და ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ კვლევა. ამ კვლევის ფარგლებში დაემატა აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც, მთლიანად სამხრეთ კავკასიის, მათ შორის სომხეთისა და თურქეთის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლაც. ასევე ბულგარეთი დამკვირვებელი წევრის სახით მონაწილეობს. აქედან გამომდინარე კვლევის ვადები გახანგრძლივდა. თუმცა პირველადი ეკონომიკური შედეგები არსებობს. ხდება დაზუსტება ექსპერტებთან და კონსუტანტებთან. სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ივლისში, რომელიც ბევრ ტექნიკურ მონაცემს შეიცავს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი ოპერატიულად განხორციელდეს. გლობალური მოთხოვნა გაზრდილია წყალქვეშა გადამცემ ხაზებზე. 

შავი ზღვა საკმაოდ რთულია. ჩვენი კაბელი იქნება არამხოლოდ ყველაზე გრძელი, არამედ ყველაზე ღრმა წყალქვეშა ელექტროკაბელიც, სპეციფილური პროექტია და ამ საკითხზე მწარმოებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია დავიწყეთ, რათა მოხდეს გარკვეული პროცესების პარალელურად მართვა.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, იცით რომ მსოფლიო ბანკი იყო პირველი პარტნიორი ამ პროექტში და კვლევაზე თანხები მათ მიერ იყო გამოყოფილი, თუმცა ეს საქართველოს მიერ აღებული სესხი. დიდი ნაწილი დაფინანასების მოსალოდნელია, რომ  უშუალოდ მსოფლიო ბანკის მიერ იყოს გამოყოფილი.

ამ პროექტში მონაწილეობს ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა და მას შეეხება ევროპის გარკვეული ფონდებიდან დაფინანსება, თუმცა დაფინანსბის სტრუქტურაზე საუბარი მაინც ნაადრევია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებამდე. EIB და ევროპის გარკვეული ფონდები იქნებიან დაფინანსების წყაროები. კიდევ ერთიც,  შესაძლებელია, რომ თუკი მხარეებს შორის იქნება შეთანხმება კერძო ინვესტიციების მოზიდვაც მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც სურვილი უკვე გამოითქვა და ეს დაფიქსირებულია, თუმცა გააჩნია რამდენად დადგება ამის საჭიროება”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

იგივე თემაზე:

 შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს

22.05.2026.19:00

საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს. 

საქართველოში ჩამოსხმული  მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 50 499 317 ლიტრი;
  • ყაზახეთი - 15 763 085 ლიტრი;
  • უკრაინა - 8 897 087ლიტრი;
  • ლიეტუვა - 5 182 646ლიტრი;
  • უზბეკეთი - 3 346 408ლიტრი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა