მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება - ნათია თურნავა

news image
mbc image

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. „ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა | ნათია თურნავა

09.11.2026.13:30

„ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც საუკეთესოდ ასახავს ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას.
ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება. დედოლარიზაციის ტენდენცია ასევე აისახება საკრედიტო პორტფელზე. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც დიდწილად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.

ნათია თურნავას პოზიციით, გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური შოკების პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა