მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით შემოსავლების ნაწილში 36 - პროცენტიანი ზრდით ევროკავშირი ლიდერობს - ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 141 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 17%-ია. ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის წილიც, რომელიც შემოსავლების დაახლოებით 15%-ს აგენერირებს.

„ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირებისა და პირდაპირი ფრენების კიდევ უფრო მეტად სტიმულირების შედეგად, ვიმედოვნებთ, რომ ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტენდენცია ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშიც შენარჩუნდება, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აპრილში საქართველოში $98 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა

12.06.2026.19:00

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 98 მლნ-მდე დოლარის ღირებულების სმარტფონების იმპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 13%-ით მეტი ღირებულების სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი დაფიქსირდა. იანვარ-აპრილში საქართველომ 97 959.6 ათასი დოლარის სმარტფონები იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 86 700.4 ათასი დოლარის. 

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 301.5 ტონა სმარტფონის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ოთხ თვეში კი 226.6 ტონის. 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 34 877.8 ათასი დოლარი;
  • ჩეხეთი -18 917.6 ათასი დოლარი;
  • ჰონ-კონგი - 12 413.8 ათასი დოლარი;
  • ვიეტნამი - 10 778.7 ათასი დოლარი;
  • ჩინეთი - 8 950.9 ათასი დოლარი;

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა