თურქმენეთთან რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა და გვინდა, რომ კიდევ უფრო და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ - ლევან დავითაშვილი
რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ ამ თანამშრომლობით, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას.
„რამდენიმე მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობის პერსპექტივა თურქმენეთთან, გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხელშესახები იყოს საქართველოსთვის და მეტი ეკონომიკური შედეგი მივიღოთ. ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თურქმენეთი არის ენერგოპროდუქტებით მდიდარი ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენ საუბარი გვექნება ენერგორესურსების საქართველოში შესაძლო იმპორტზე ან ტრანზიტზე. ასევე განსახილველ საკითხთა შორის იქნება ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. თურქმენეთს ასევე გააჩნია საკმაოდ დიდი მინერალური რესურსები, რომელიც ექსპორტირებულია სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ თურქმენეთი ჩვენი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ამაზე ჩვენ წლების წინ დავიწყეთ დიალოგი, თუმცა უფრო ქმედითი, უფრო ხელშესახები შედეგი რომ მივიღოთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ამის წინაპირობები არსებობს. ჩვენ სამუშაო ფორმატში თურქმენ კოლეგებთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ვიზიტის ფარგლებში, ვფიქრობ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, შეთანხმება იმაზე, რომ საქართველოს პლატფორმა გამოყენებული იყოს თურქმენული მინერალებისთვის, თურქმენული სასუქებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826