მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

თურქეთი ახორციელებს დივრიგი - ყარსი - საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციას, რომლის მიზანია გამტარუნარიანობის ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე - დეტალები

news image
mbc image

შუა დერეფანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი უფრო გრძელი ან პოლიტიკურად სენსიტიური მარშრუტებიდან ტვირთების მოზიდვას. ახლა კი მისმა ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ დერეფანმა ერთიანი და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტის სახით იმუშაოს.

„ტრანზიტის დროის შემცირება მიიღწევა არა ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით, არამედ მარშრუტის გასწვრივ არსებული ყველა საკვანძო რგოლის პორტებიდან და ტერმინალებიდან დაწყებული, სარკინიგზო ინფრასტრუქტურითა და ციფრული ინსტრუმენტებით დამთავრებული თანმიმდევრული მოდერნიზაციით“, - განუცხადა The Times of Central Asia-ს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ნურგულ ჟაკუპოვამ.

საერთაშორისო დონეზე შუა დერეფნის სახელით ცნობილი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ხოლო შემდგომი კავშირები თურქეთის მიმართულებით გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს კონტეინერების გადაზიდვები 36%-ით გაიზარდა და დაახლოებით 77 000 TEU შეადგინა, თუმცა მთლიანი სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2024 წლის 4.48 მილიონი ტონიდან დაახლოებით 4.12 მილიონ ტონამდე შემცირდა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, თუ აუცილებელი ინვესტიციები და რეფორმები განხორციელდება, 2030 წლისთვის შუა დერეფნის გავლით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო ტრანზიტის დრო ნახევრამდე შემცირდეს.

ამავდროულად, ევროკავშირმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა 10 მილიარდი ევროს მობილიზების ვალდებულება აიღეს ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის. მიზანია ისეთი მარშრუტის განვითარება, რომელიც ცენტრალურ აზიასა და ევროპას დაახლოებით 15 დღეში დააკავშირებს.

ჟაკუპოვას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში არსებული შეფერხებების აღმოფხვრაა საჭირო. ყაზახეთში უფრო სწრაფი რკინიგზის აშენებას მცირე ეფექტი ექნება, თუ ამის შემდეგ ტვირთი კასპიის ზღვაზე გემის მოლოდინში გაჩერდება, საზღვარზე შეფერხდება ან უფრო დასავლეთით, მარშრუტის სხვა გადატვირთულ მონაკვეთზე შეექმნება პრობლემა.

ერთ-ერთი უახლოესი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურის საკმარისად სწრაფად გაფართოება, რათა მან შეძლოს კონტეინერების გადაზიდვების არსებული მოცულობისა და სამომავლოდ მოსალოდნელი სატვირთო ნაკადების ზრდის დაკმაყოფილება. შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეფერხება სახმელეთო მონაკვეთზე კი არა, კასპიის ზღვაზე მდებარეობს. სატვირთო ნაკადების ზრდა მეტ გემს მოითხოვს, ხოლო კასპიის ზღვის დონის კლება და არასასურველი ამინდის პირობები ართულებს პორტებისა და საზღვაო გადაზიდვების ოპერირებას.

KTZ Express ექვსი მრავალფუნქციური მშრალი ტვირთისა და კონტეინერების გადამზიდავი გემის შეძენას გეგმავს: ოთხი მათგანი ჩინურმა Jiangsu Haizhongzhou Shipping Industry-მ უნდა ააშენოს, ორი კი ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ. Kazmortransflot Abu Dhabi Ports Group-თან პარტნიორობით ორ კონტეინერმზიდს აშენებს, ხოლო აზერბაიჯანი ასევე განიხილავს საკუთარი ფლოტის გაფართოებას ბორანებისა და ბორბლებიანი ტვირთის გადასაზიდი roll-on/roll-off ტიპის გემების დამატებით.

„დამატებით შემზღუდველ ფაქტორებად კვლავ რჩება კასპიის ზღვის დონის კლება და არასასურველი ამინდის პირობები. ამასთან დაკავშირებით, აქტაუს, ბაქოსა და ყურიკის პორტებში ასევე ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ამ ფაქტორების გავლენა გადაზიდვების სტაბილურობაზე“, - განუცხადა ჟაკუპოვამ TCA-ს.

ასევე ამოქმედდა აქტაუს ახალი საკონტეინერო ჰაბის პირველი ფაზა, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 140 000 TEU-ს შეადგენს. აქტაუსა და ყურიკის საპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 22 მილიონი ტონაა. 2022-2025 წლებში ყაზახეთის პორტების გავლით TITR-ზე კონტეინერების ტრანზიტი 3.8-ჯერ გაიზარდა.

თუმცა, მხოლოდ ყაზახეთის მონაკვეთის მოდერნიზაცია პრობლემას ვერ გადაჭრის. ტვირთმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე უნდა გაიაროს რამდენიმე ქვეყნის პორტები, სარკინიგზო ხაზები და საზღვრები.

კასპიის ზღვის მოპირდაპირე სანაპიროზე მიმდინარეობს ბაქოს პორტის მეორე ფაზის განვითარება, ასევე ფართოვდება მშრალი ტვირთის ნავმისადგომები და საპორტო სარკინიგზო სადგურები. საქართველოში თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციამ ქსელის გამტარუნარიანობა წელიწადში 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზარდა.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი სრული დატვირთვით 2026 წლის 2 ივნისს ამოქმედდა, მრავალწლიანი შეზღუდული ოპერირების შემდეგ, რის შედეგადაც მისი დაგეგმილი წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. თურქეთი ასევე ახორციელებს დივრიგი–ყარსი–საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციას, რომლის მიზანია მისი გამტარუნარიანობის წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზრდა.

„ჩვენთვის ციფრულიზაცია ცალკე ტექნოლოგიური პროექტი კი არ არის, არამედ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა ეტაპობრივად მოხდეს სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო სისტემების ინტეგრირება და უზრუნველყოფილი იყოს ტვირთების მაქსიმალურად შეუფერხებელი გადაადგილება მთელი მარშრუტის გასწვრივ“, - განაცხადა ჟაკუპოვამ.

ამრიგად, TITR-ის განვითარება ნაკლებად არის დამოკიდებული ცალკეულ სარკინიგზო ხაზებსა თუ პორტებზე და უფრო მეტად მათ კოორდინირებულ მუშაობაზე. ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეიმუშავეს ერთობლივი სამოქმედო გეგმები, რომლებიც მარშრუტის გასწვრივ არსებული შეფერხებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

ჟაკუპოვას განცხადებით, უფრო მჭიდრო კოორდინაცია განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა შუა დერეფანი აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში საკუთარი როლის გაფართოებას. ამისთვის საჭირო იქნება, რომ რამდენიმე ქვეყანამ უზრუნველყოს, რომ მათი სარკინიგზო ქსელები, პორტები, საზღვაო ფლოტები, საბაჟო სისტემები და ციფრული პლატფორმები ერთიანი მარშრუტის შემადგენელი ნაწილების მსგავსად მუშაობდეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თურქეთში კომერციული ექსპორტი განახორციელა TDA ხელშეკრულებების მქონე ექვსმა კომპანიამ: შპს აჭარ-ენერჯი 2007, შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, შპს სვანეთი ჰიდრო, შპს კასლეთი-2, შპს აისი, შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი | Galt & Taggart

31.08.2026.09:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - ივლისი 2026" აქვეყნებს. 

,,წელს მკვეთრად გამოიკვეთა ელექტროენერგიის სეზონური დისბალანსი და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საჭიროება 2026 წლის ივლისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 4.1%-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტი, რის გამოც ჯამური მოთხოვნა უცვლელი დარჩა (+0.2% წ/წ). ექსპორტის ზრდა გამოიწვია თურქეთში საბითუმო ფასების ზრდამ ($c 5.9 ივლ-26 vs $c 2.9 ივნ-26) და ესკოს ბარტერმა (ექსპორტის 76.8%). 2026 წლის ივლისში ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით. მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე, წინა 2 თვის მსგავსად ივლისშიც დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია გენერაციის შეზღუდვა ელექტროსისტემის მხრიდან. ჩვენი შეფასებით გენერაციის შეზღუდვა დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ბარტერის გარეშე ეს მოცულობა გაიზრდებოდა 10-15%-მდე. ბარტერმა, ერთი მხრივ, ჭარბი ჰიდროგენერაციის ათვისებას შეუწყო ხელი, თუმცა, მეორე მხრივ, საბალანსო ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, დაახლოებით 25%-ით შეამცირა კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე. 2026 წლის პირველმა შვიდმა თვემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ძირითადი გამოწვევები მკაფიოდ წარმოაჩინა: 1) 2026 წლის საექსპორტო სეზონზე თურქეთში დაბალმა ფასებმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირები საჭიროება; 2) იანვარ–აპრილში გაზრდილმა იმპორტმა, მაის–ივლისში გენერაციის შეზღუდვებმა და შემცირებულმა ექსპორტმა სეზონური დისბალანსის პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენა. არსებული დინამიკა ზრდის წყალსაცავიანი ჰესების, ქარის ელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას", - წერს Galt & Taggart-ი. 

Galt & Taggart-ის შეფასებით, ადგილობრივი მოხმარება ივლისში 4.1%-ით შემცირდა და 1.2 ტვტ.სთ შეადგინა. მოხმარების კლების მთავარი მიზეზი შედარებით გრილი ზაფხულია. კლება დაფიქსირდა ყველა სეგმენტში: აფხაზეთის რეგიონი: -7.4% წ/წ, პირდაპირი მომხმარებლები: -2.3% წ/წ, საცალო მომხმარებლები: -4.1% წ/წ.

,,მოხმარების შემცირებაში მცირე წვლილი სისტემურ გათიშვებსაც ჰქონდა. საქართველოში ივლის-აგვისტოში მოხდა 3 სისტემური ავარია, რასაც მოჰყვა ელექტროენერგიის შეწყვეტა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში. ავარიების მიზეზები ცნობილი არაა და მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი შეფასებით, ავარიების შედეგად, ივლისის თვეში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 5 გვტ.სთ-ით შემცირდა, რაც ივლისის თვის ქვეყნის ჯამური მოხმარების 0.4%-ია. მიუხედავად ივლისის კლებისა, ჯამურად, 2026 წლის 7 თვეში, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 8.5 ტვტ.სთ შეადგინა", - წერს Galt & Taggart-ი.

Galt & Taggart-ის მიხედვით, შემცირებული ადგილობრივი მოხმარების და კარგი ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით, მიუხედავად გაზრდილი ექსპორტისა, თბოსადგურების გენერაცია წლიურად შემცირდა. შედეგად, მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე მაისსა და ივნისთან შედარებით ნაკლები იყო, რაც ნაკლებ გენერაციის შეზღუდვაში გამოიხატა.

,,2026 წლის ივლისში, ჯამური ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 1.4 ტვტ.სთ შეადგინა, ჯამური მიწოდების 98.1%. აქედან, ენგურ-ვარდნილის გენერაცია წლიურად 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ჰესების გამომუშავება შემცირდა (სხვა რეგულირებადი ჰესები -0.2% წ/წ, დერეგულირებული ჰესები -2.6% წ/წ). ქარისა და მზის გენერაცია წლიურად 2.1-ჯერ გაიზარდა და ჯამური მიწოდების 0.9% შეადგინა. ზრდა გამოიწვია ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლამ (10.8 მგვტ მზე და 18.8 მგვტ ქარი). 2026 წლის ივლისში თბოსადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში 0.4%-მდე შემცირდა 2025 წლის ივლისის 4.0%-თან შედარებით და 0.01 ტვტ.სთ შეადგინა. 2026 წლის 7 თვეში ჰიდროგენერაცია წლიურად 5.3%-ით შემცირდა, გაიზარდა ქარისა და მზის სადგურების (+61.6% წ/წ) და თბოსადგურების (+18.6% წ/წ) გენერაცია, ხოლო იმპორტი 16.9%-ით გაიზარდა. შედეგად, იმპორტისა და თბოგენერაციის წილი მიწოდებაში 26.5%-მდე გაიზარდა (vs 22.5% 7M25-ში). 2026 წლის ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად გაიზარდა: 2.8-ჯერ გაიზარდა რაოდენობრივად 109 გვტ.სთ-მდე და ღირებულებით გაორმაგდა 5.0 მლნ აშშ დოლარამდე. ექსპორტის საშუალო ფასი წლიურად 27.4%-ით შემცირდა და 4.6 აშშ ცენტი/კვტ.სთ შეადგინა. მაისსა და ივნისთან შედარებით, თურქეთში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა თურქეთში გაზრდილი ფასების ($c 5.9 ივლ-26 vs $c 2.9 ივნ-26) და ესკოს ბარტერის გამო. ივლისში თურქეთში ექსპორტის 76.8% ესკომ თურქეთთან ბარტერის შეთანხმების ფარგლებში განახორციელა. ბარტერის შეთანხმებას ხელი მაისში მოეწერა, თუმცა რეალური ბარტერი პირველად ივლისის თვეში განხორციელდა. თურქეთში კომერციული ექსპორტი ასევე განახორციელა TDA ხელშეკრულებების მქონე ექვსმა კომპანიამ: შპს აჭარ-ენერჯი 2007, შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, შპს სვანეთი ჰიდრო, შპს კასლეთი-2, შპს აისი, შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი. ივლისის ენერგობალანსში ასევე ფიქსირდება ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანთან, თუმცა იგივე მოცულობით განხორციელდა იმპორტიც. აღნიშნული იმპორტი და ექსპორტი სისტემის სინქრონული პარალელური მუშაობისთვის არის საჭირო. 2026 წლის აპრილიდან ისინი იმპორტსა და ექსპორტში ცალ-ცალკე აისახება, მაშინ როცა მანამდე მხოლოდ ნეტო მოცულობა აღირიცხებოდა. 2026 წლის 7 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტმა 236 გვტ.სთ (-52.4% წ/წ) და 11 მლნ აშშ დოლარი (-51.1% წ/წ) შეადგინა. საექსპორტო სეზონი დასრულდა და ექსპორტი აგვისტოში აღარ გაგრძელებულა. 2026 წლის ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა, ხოლო მოცულობა გაიზარდა - ორივე დინამიკა თურქეთში ესკოს მიერ განხორციელებულ ბარტერს უკავშირდება. 2026 წლის ივლისში, საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა 0.23 ტვტ.სთ იყო (წლიური 18.8%-იანი ზრდა), ხოლო გასაყიდმა ფასმა კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტი (-27.3% წ/წ) შეადგინა. ესკომ თურქეთში ბარტერის მიზნებისთვის ადგილობრივი კომპანიებისგან შეისყიდა 83.6 გვტ.სთ (ივლისის ჯამური საბალანსო ენერგიის 35.6%) ელექტროენერგია 4.021 თეთრად. შედეგად, საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა, ხოლო ფასმა დაიკლო. ჩვენი შეფასებით, ბარტერის გარეშე, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი იქნებოდა კვტ.სთ- ზე 5.8 აშშ ცენტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერაციის ობიექტებისთვის, რადგან ეს ფასი ხშირად გამოიყენება პირდაპირ ხელშეკრულებებში საორიენტაციო ფასად. ივლისში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა არ განხორციელებულა. 30 ივლისიდან თვითმმართველ ქალაქებში ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადები გაიზარდა: 0.4 კვ მომხმარებლებისთვის: 50-100 სამუშაო დღე, 2025 წლის 40-90 სამუშაო დღის ნაცვლად. 6–10 კვ მომხმარებლებისთვის: 75-105 სამუშაო დღე, 2025 წლის 60-90 სამუშაო დღის ნაცვლად", - წერს Galt & Taggart-ი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა