თურქეთმა და ერაყმა ნავთობსადენის შესახებ ერთწლიანი შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა და ერაყმა ნავთობსადენის შესახებ ერთწლიანი შეთანხმება გააფორმეს. ახალი შეთანხმებით გახანგრძლივდა ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის ვადა გასულ ორშაბათს ამოიწურა. აღნიშნული შეთანხმება უზრუნველყოფს ბაღდადის ერთადერთი მოქმედი საექსპორტო მილსადენის ერაყი-თურქეთის ნავთობსადენის ფუნქციონირებას.
შეთანხმების ვადის გახანგრძლივება მხარეებს საშუალებას აძლევს, უფრო ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებები გააგრძელონ. თურქეთის მიზანია, რომ დღეში 1.5 მილიონი ბარელი გამტარუნარიანობის მქონე მილსადენი სრულად იყოს გამოყენებული.
სხვა სიახლეები
Moody's-მა Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ის რეიტინგი Ba3 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა
03.08.2026.08:53
Moody's-მა Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ის რეიტინგი Ba3 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.
პოზიტიური პერსპექტივა ასახავს მთავრობის მზარდ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს საბანკო სისტემასა და ქვეყნის უმსხვილეს ბანკებს, ასევე სომხეთში ოპერაციული გარემოს გაუმჯობესებას. Ameriabank-ის ba3 BCA-ის დადასტურება ეფუძნება Moody's-ის მოლოდინს, რომ ბანკი მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში შეინარჩუნებს ძლიერ საკრედიტო მაჩვენებლებს.