მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია - ივანე აბაშიძე

news image
mbc image

2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე. 

მისივე განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, ტვირთბრუნვისა და ნავსადგურებში დამუშავებული გემების საერთო ტონაჟის ზრდა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარების დინამიკას ასახავს და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს

23.10.2026.19:00

საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:

• უზბეკეთი  - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:

• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა