მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია და ხედავს შესაძლებლობას, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს - მიხეილ სარჯველაძე მედიკამენტების ფასის შესაძლო გაიაფებაზე

news image
mbc image

თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავად ხედავს შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მედიკამენტების შესაძლო გაიაფებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

„თემა მართლაც საყურადღებოა და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის იმ საკითხებს შორის, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება აინტერესებდეს და იმავდროულად აწუხებდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი უპირველესი. ამიტომაც კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი გაიშალა, საზოგადოების ყურადღება ამაზე მიქცეულია და ვფიქრობ, რომ ეს უკვე კარგი შესაძლებლობაა, რომ გარკვეულ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და პრაქტიკებიც სწორ კალაპოტში ჩადგეს. 


რაც შეეხება შეხვედრას, ეს მართლაც ძალიან გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა იყო, გამორჩეული იმიტომ, რომ ყველა მიმართულების წარმომადგენლობა იყო აქ უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს  წარმოებიდან დაწყებული, დამთავრებული უშუალოდ იმ ხალხით, ვინც ამის რეალიზაციას ახორციელებს. პრაქტიკულად არ ყოფილა მეტ-ნაკლებად მწვავე და ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ფასების პოლიტიკაზე, რომელიც იქ არ დასახელებულა და რომელი მიმართულებითაც არ იქნა მონახული საშუალება, თუ როგორ შეიძლება რომ ჭარბფასიანობასთან გამკლავება შესაძლებელი გახდეს. 


საინტერესო, მრავალმხრივი იყო ასე ვთქვათ დისკუსიაც, მსჯელობა, განხილვა და ამ განხილვების შედეგად გამოიკვეთა მიმართულებები. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თვითონ ბიზნესიც მოტივირებულია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავად ხედავს შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რომ პროცესები სწორი დინამიკით განვითარდეს, ასე რომ ეს მართლაც დამაიმედებელია. 


ვფიქრობ, რომ მოხერხდება. ფარმაცევტიკას აქვს ერთგვარი სპეციფიკა - კომპლექსურობაში გამოხატული სპეციფიკა. აქ არ არის ასე საკითხი, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული კომპონენტის გადაჭრა იწვევდეს რაღაცა კლებას - დაწყებული ჭარბად დანიშნული მედიკამენტების პრობლემიდან დამთავრებული თვითონ ფასების არქიტექტურის გაანალიზების საჭიროებით, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება, წარმოების მხარდაჭერიდან დაწყებული, მაგალითად ქსელის სიმჭიდროვის საკითხის განხილვით დამთავრებული, ყველა ეს საკითხი მხედველობაში იქნება მიღებული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ალბათ მოსალოდნელია ამ უახლოეს პერიოდში, მათ შორის აპრილის შემდგომ უკვე ძალიან აქტიური მუშაობის წამოწყება იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით ერთდროულად პროგრესი ვაჩვენოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი

30.10.2026.11:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა