მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უძრავ ქონებაზე ფასების კლება ახლო მომავალში მოსალოდნელი არაა, თუმცა წლის ბოლომდე მკვეთრ ზრდასაც არ ველით - Galt & Taggart - ის უფროსი ანალიტიკოსი

news image
mbc image

რა ვითარებაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე? რა ტენდენცია გამოიკვეთა ზაფხულში და როგორი იქნება ფასების ტრენდი ახლო  მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia Galt & Taggart - ის უფროს ანალიტიკოსს ზუკა თავყელიშვილს ესაუბრა: ·        

Galt & Taggart - ის უძრავი ქონების ბაზრის ივლისის კვლევის განახლების  თანახმად, 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით ივლისში, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა შენელდა. რა არის მიზეზი და რა ტრენდს უნდა ველოდოთ მომავალში?

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მაისსა და ივნისში გაყიდვები შენელდა, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის შიგნით შექმნილი არასტაბილურობით. ამას კურსის მერყეობაც მოყვა და მყიდველებს უბიძგა ბინების ყიდვის გადავადებისკენ. ივლისის თვეში წინა ორ თვესთან შედარებით გაყიდვები აღდგა თუმცა მოთხოვნა მაინც შესუსტებული რჩება და სწორედ ეს იყო თვიურად ფასების ზრდის გაჩერების მიზეზი. ფასების კლება ახლო მომავალში მოსალოდნელი არაა, თუმცა წლის ბოლომდე მკვეთრ ზრდასაც არ ველით. ·        

ასევე კლებაა თბილისში გაყიდული ბინების სტატისტიკაში: ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს რით არის გამოწვეული?

2024 წლის მაისში თბილისში ბინების გაყიდვები რამდენიმე მიზეზის გამო შემცირდა. პირველ რიგში ეს კლება გამოწვეული იყო ამ თვეში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. ივნისში მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო ქვეყანაში არ იმყოფებოდა, რამაც ასევე წლიური კლება გამოიწვია ბინების გაყიდვებში. ივლისში გაყიდვების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, თუმცა მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება. ჯამურად, 2024 წლის პირველ 7 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად მცირედით შემცირებულია, თუმცა ეს შემცირება მთლიანად მეორად ბაზარზე მოდის, მაშინ როცა პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 1.1%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება ტენდენციას გაყიდვებში, საქართველოს მოქალაქეები უფრო აქტიურობენ უძრავი ქონების შეძენისას, თუ უცხოელები?

ჩვენ რეგულარულად ვატარებთ თბილისისა და ბათუმის წამყვანი დეველოპერების გამოკითხვას, რათა უკეთ შევძლოთ ბაზრის ტენდენციებზე რეალურ დროში დაკვირვება. ჩვენს მიერ გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც თბილისში ხორციელდება, გაყიდვების 85% საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, ხოლო ბათუმში მიმდინარე პროექტებში მყიდველები ძირითადად უცხოელები არიან და მათი წილი ტრანზაქციებში 50-60%-ის ფარგლებშია. ·        

რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი, მეორადი ბინებისა და ასევე ახალაშენებული ბინების თვალსაზრისით?  კონკრეტულ უბნებზე მოთხოვნა რით არის გამოწვეული? რა არის გადამწყვეტი: ლოკაცია, ფასი თუ ფართი?

ტრადიციულად დიდი დიღომი, სამგორი და საბურთალო არის ის უბნები სადაც ყველაზე მეტი გაყიდვა ფიქსირდება. ამ უბნებში ასევე სამშენებლო ნებართვებიც ყველაზე მეტია გაცემული (2024 წელს ჯამური ნებართვების თითქმის 60%). დიდი დიღომი და სამგორი შედარებით ხელმისაწვდომი უბნებია და ფასები 900-1,000 აშშ დოლარის ფარგლებშია ერთ კვადრატულზე.

რაც შეეხება საბურთალოს, ის როგორც ლოკაციის თვალსაზრისით ასევე საცხოვრებელი მიმზიდველობით წარსულშიც გამოირჩეოდა და ეს ტენდენცია ახლაც უცვლელია.

გაყიდვები რას აჩვენებს, ძირითადად რა ფართის ბინებზეა მოთხოვნა თბილისში?

ბილისში ბინების გაყიდვების უდიდესი ნაწილი საშუალო ზომის (51-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის. ამის მიზეზია ამ ზომის ბინების მარტივად გაქირავების შესაძლებლობა და მათი ლიკვიდურობა.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ბაზარს, აქ რა ტენდენცია გამოიკვეთა?

ქირების ფასმა 2024 წელს ახალი წონასწორობის წერტილი იპოვა და თვიურად კვადრატულზე 10$-ის ფარგლებში ნარჩუნდება. ამის მიუხედავად, უძრავი ქონება თბილისში კვლავ მიმზიდველი რჩება საინვესტიციოდ და მისი ამონაგები ამჟამად წლიურად 9.1%-ია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა