მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მდგრადობას ინარჩუნებს - სებ

news image
mbc image

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მდგრადობას ინარჩუნებს. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდან ირკვევა, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია.

საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობის ინდექსი ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა, რაც საშუალო ხელფასის მზარდი დინამიკით არის გამოწვეული. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა კი, თავის მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ფუნდამენტური ფაქტორია. წინა პერიოდებში უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ნაწილობრივ მიგრაციის ეფექტის ასახვაცაა. მიმდინარე მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციის ეფექტი ამოწურულია, თუმცა, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს.

„მიმდინარე პერიოდში უძრავი ქონების ბაზარი ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. თუმცა, აქტივობის მკვეთრი ცვლილება ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო შეიძლება გახდეს და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა 2022 წელს მკვეთრად გაიზარდა და წლიური ზრდა ორნიშნა ნიშნულს შეადგენდა, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნითა და გაზრდილი მიგრაციის ეფექტით აიხსნება. აღნიშნული მაღალი ზრდა დაფიქსირდა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე თბილისსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ტრანზაქციების რაოდენობა მკვეთრად, თბილისში 17.3, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 21.3 პროცენტით გაიზარდა. სწორედ აღნიშნული საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2023 წელს თბილისში ტრანზაქციების 6.2 პროცენტიანი, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში 0.7 პროცენტიანი წლიური შემცირება დაფიქსირდა. აღნიშნული შემცირების მიუხედავად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ნორმალურ აქტივობას ინარჩუნებს და მკვეთრი ცვლილების ტენდენცია არ შეინიშნება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა მდგრადია“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

სებ-ის ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მდგრადობას ინარჩუნებს, მოთხოვნის მხარე ძლიერია და აქტივობის მკვეთრი ცვლილებაც არ შეინიშნება. რაც შეეხება მიწოდების მხარეს, მნიშვნელოვ ნად არის გაზრდილი მრავალბინიანი სახლების სამშენებლო ნებართვების მოცულობა, რაც ჭარბი მიწოდების რისკების წყარო შესაძლოა გახდეს. მიგრაციის ეფექტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი დასტაბილურდა, თუმცა ქირის ფასი მის გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს. საბანკო პორტფელში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებზე გაცემული სესხების ხარისხი კარგია, ასევე მდგრადია იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი. თუმცა, დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საყურადღებოა. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი მნიშვნელოვანია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა