უძრავი ქონების მზარდ ბაზარს m² ექვსი ახალი მასშტაბური პროექტით პასუხობს | დიმიტრი ადამია
უძრავი ქონების მზარდ ბაზარს m² ექვსი ახალი მასშტაბური პროექტით პასუხობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა.
„ბრძანეთ თქვენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი მზარდია და ეს ძალიან კარგია. ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა იზრდება, სტაბილურობა არის და ეს სექტორიც იზრდება, რომელიც დაახლოებით 18%-ს უდრის საერთო ეკონომიკაში.
თქვენ ბრძანეთ, m²-ზე ჩვენ მეექვსე თვე დაგვეწყო, რაც კომპანია გადმოვიბარეთ, შევიძინეთ და მთელი რიგი ცვლილებები გავატარეთ. დაგვხვდა ძალიან კარგი გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ სფეროში. იცით თქვენ, ძალიან ბევრი თვალსაჩინო პროექტი აქვს დასრულებული და წარმატებით. ამ გუნდის პოტენციალს, რა თქმა უნდა, ვიყენებთ და ასევე არის განახლება და სერიოზული გუნდის გაძლიერება.
თქვენ ბრძანეთ, ახალ პროექტებს მზარდ ბაზარს ჩვენც ახალი პროექტებით ვპასუხობთ. მოგეხსენებათ, ექვსი ახალი პროექტი გვაქვს. 5 დეკემბერს იქნება დიდი პრეზენტაცია ამ პროექტების. ეს პროექტები არ არის თითო საცხოვრებელი კორპუსები - ეს არის დიდი კომპლექსები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. ეს ლოკაციებიც გამორჩეულია და გვინდა, ყველა მოვიწვიოთ, ვინც დაინტერესებულია ბინის შეძენით. დახვდებათ ძალიან დიდი არჩევანი და საუკეთესო ლოკაციები, სადაც შეუძლიათ, აარჩიონ ბინები, ჩაეწერონ და შემდეგ, უკვე 19-20 დეკემბერს, მოახდინონ ძალიან კარგი პირობებით შეძენა. მართლა ისეთი შანსია, ვისაც სურს ბინის შეძენა, ეს იქნება გამორჩეული შეთავაზებები, რომელიც, მინდა ვთქვა, რომ ჯერ არ ყოფილა ბაზარზე - არც ექვსი პროექტი დაუანონსებია ვინმეს ერთდროულად, არც გაუტანია გასაყიდად და ასევე პირობებიც იქნება განსაკუთრებული“, - აცხადებს დიმიტრი ადამია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826