მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში ფლაგმანური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს | EBRD

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მის საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.

საქართველოს კონტექსტში EBRD ეკონომიკური ზრდის 2026 პროგნოზს 0.5%-ით აუმჯობესებს და 6%-ს მოელის.

,,საქართველოს რეალური მშპ 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რასაც ძირითადად მომსახურების სექტორი განაპირობებდა, ხოლო ტურიზმი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად რჩებოდა.

მოთხოვნის მხრიდან, კერძო მოხმარებას ხელს უწყობდა რეალური ხელფასების მყარი ზრდა და საკრედიტო აქტივობის ძლიერი გაფართოება, მაშინ როდესაც კაპიტალური ინვესტიციები 2021 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში, შეფასებით, წლიურად 9.1%-ს მიაღწია.

ინფლაცია 2025 წლის მარტიდან აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3.0%-იან სამიზნე მაჩვენებელს და 2026 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა.

ფისკალური დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 2.3%-დან 2025 წელს 1.4%-მდე შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ძლიერმა ზრდამ და კაპიტალური ხარჯების გეგმის არასრულად შესრულებამ. საგარეო ვალისა და მშპ-ის თანაფარდობა 2025 წელს 34.4%-მდე შემცირდა, რაც ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური გაცვლითი კურსის შედეგი იყო.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წლის მშპ-ის 5.3%-დან 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე 2.6%-მდე - შემცირდა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ 2026 წელს 6.0%-ით, ხოლო 2027 წელს 5.0%-ით გაიზრდება. უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.

თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან ის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებასა და იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა - დაჩი ცაგურია

26.07.2026.22:48

“არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა,” - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.

საქართველოს რკინიგზას უახლოეს პერიოდში კომფორტული და თანამედროვე მოძრავი შემადგენლობები ეყოლება. კომპანია 10 ახალ სამგზავრო მატარებელს შეიძენს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება.

საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალი რისკის ადგილებში ლიანდაგების გასწვრივ დამცავი ღობეების მონტაჟზე, როგორც სარკინიგზო ლიანდაგის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების პრევენციის საშუალებაზე.

დაჩი ცაგურიას განმარტებით, ლიანდაგის გადაკვეთა კატეგორიულად აკრძალულია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ ლიანდაგზე გადასვლა, გადაკვეთა, სიარული, სეირნობა, სურათებისა და ვიდეოების გადაღება კატეგორიულად აკრძალულია. ეს არის ძალიან სახიფათო და ყველას ვთხოვთ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას,“ - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა