მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს რომან გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა - ნოდარ ჯავახიშვილი

news image
mbc image

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება,

პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ კუპონის კატასტროფული გაუფასურება და ეროვნული ბანკის დაცემა ნოდარ ჯავახიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, რასაც ჯავახიშვილი სიცრუეს უწოდებს.

როგორც იგი  Business Insider Georgia-თან აცხადებს, კუპონიზაცია სწორედ რომან გოცირიძის სახელთან არის ასოცირებული და ახლა  ცდილობს, სხვას გადააბრალოს, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და ეკონომიკურ პროცესებს ჩამოშორებულია. 

,,არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიმყოფებოდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ინფორმაციის გადამოწმება, ზოგს ფაქტები შეიძლება ახლაც ახსოვდეს. გადაამოწმონ ფაქტები,  სწორედ რომან გოცირიძის ხელში დაიქცა კუპონი. მის არყოფნაში  გამოვასწორეთ ეს მძიმე მდგომარეობა და ლარიც გამოვუშვით.

არ ვჩანვარ საზოგადოებრივ ასპარეზზე და მაინც არ მეშვება! უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს გოცირიძე, რომელმაც  დააქცია ქართული ეკონომიკა. ახლა აღმოჩნდა, რომ კუპონი ჯავახიშვილმა გამოუშვა, ლარი - გოცირიძემ, ეს არის სიცრუე!

ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოებას ხანმოკლე მეხსიერება აქვს. თუკი ვინმეს აქვს  ბუნდოვანი და საეჭვო  წარსული, გოცირიძეა,  რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რესურსს პირადი საჭიროებისთვის იყენებდა, ესეც ფაქტია!

მძიმე დროება გამოვიარეთ, როცა არც ერთი მაღაზია არ მუშაობდა, რადგან არავინ იცოდა, რა ფასად გაეყიდათ პროდუქტი, ისე იცვლებოდა კუპონის კურსი. მდგომარეობა რომ გამოესწორებინათ, იმიტომ მომიყვანეს ეროვნული ბანკის სათავეში, სხვა ვერ უშველიდა ქვეყანას, რაც შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა.  ჩემი პროფესიონალიზმის გამო აღმოვჩნდი სებ-ის სათავეში და არა ვინმეს რეკომენდაციით.

ტყუილია, რასაც გოცირიძე ამბობს! როდესაც ჩვენ ეროვნულ ვალუტაზე ვმუშაობდით, ის საერთოდ არ ჩანდა საქართველოში ასპარეზზე  და არავინ ეკითხებოდა. ახლა საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. 

როგორც ცნობილია, რომან გოცირიძემ სულ ცოტა ხნის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  ეროვნულ ბანკში ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობის პერიოდი უმძიმესი იყო სებ-ისა და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის.

,,ჯავახიშვილის დროს მოხდა მაშინდელი ეროვნული ვალუტის, კუპონის კატასტროფული გაუფასურება, ერთი დოლარი 3 მილიონი კუპონი გახდა და ინფლაციამ რამდენიმე ათას პროცენტს მიაღწია. მისი მმართველობა კორუფციული სკანდალებითაც იყო გამორჩეული, რომელიც ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების განიავებას უკავშირდებოდა", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას  1993-1998 წლებში იკავებდა.
რაც შეეხება რომან გოცირიძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი   2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იყო. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა