უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში, რაც პირდაპირ გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას - შოთა ბერეკაშვილი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერიკაშვილის განცხადებით, ბიზნესში კადრების დეფიციტისა და სამუშაოს მაძიებელთა ერთდროული არსებობის პარადოქსის დაძლევა ამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადაყვანა დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალტექნოლოგიურში პირდაპირ აისახება მოსახლეობის ხელფასების ზრდაზე.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ერთდროულად ეხება როგორც ბიზნესს, ისე სამუშაო ბაზარს. ბიზნესის მთავარი ამოცანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ეფექტიანობის ამაღლება და პროდუქტიულობის ზრდა. ამ მიმართულებით შეინიშნება, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე.
თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილების პარალელურად, პროფესიული კადრების დეფიციტი არსებობს. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია სამუშაო ძალის გადამზადება და მათი ინტეგრაცია თანამედროვე ეკონომიკურ სექტორებში. ეს პირდაპირ ნიშნავს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას.
ხშირად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება გავხადოთ ეკონომიკა ინკლუზიური? ეკონომიკის ინკლუზიურობა სწორედ სამუშაო ძალის მომზადებასა და გადამზადებას გულისხმობს, რათა ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული, რაც პირდაპირ აისახება მათ კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი სამუშაო ძალის ტრანსფორმაციისთვის - კადრების დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში გადანაცვლების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი წარმატებით დაძლევა“, - განმარტავს ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
17.09.2026.18:02
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთერთობებზე, მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილისა და შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შორის შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორში არსებულ შთამბეჭდავ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ შესაძლოა ერთობლივად დააინიცირონ. აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდნენ.