მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 30%-ით გაიზარდა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026" აქვეყნებს.

,,2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს. უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 30%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 36 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 20 %-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 81% და 19%-ად განაწილდა.  2026 წლის ივლისში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 26% სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა, ხოლო 16% რესტორნებში გაწეულმა დანახარჯებმა დაიკავა. ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა. 2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60% და 40% შეადგინა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 44%-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. 202 6 წლის ივლისში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 30 %-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 483 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 15% რეზიდენტებმა , ხოლო არარეზიდენტებმა 85% დაიკავეს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

16.10.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9274 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5982 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9274 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა