უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ - თამარ იოსელიანი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ ნავსადგურს ავითარებს ე.წ. ლენდლორდ მოდელით.
„უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროექტს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ავითარებს. დღეს ადგილზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ტალღმჭრელის და ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია დაუკავშირდეს შესაბამის სატრანსპორტო კვანძს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, „საქართველოს რკინიგზამ" სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა.
„გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს - TBC Capital
07.10.2026.19:00
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაცას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა” აქვეყნებს, სადაც ბაზარზე არსებული ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ,,2026 წლის აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $303 მილიონს მიაღწია (+26% წ/წ).
ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 21%-ით გაიზარდა და 3,408-ს გაუტოლდა.
საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,363-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 3%-იან ზრდას წარმოადგენს.
საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.3-ს გაუტოლდა (+1% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.3% შეადგინა (-0.1პპ წ/წ)", - აღნიშნულია ანგარიშში.